Hereti

Selected for Google Maps and Google Earth

Comments (1)

STOIXIMATIKOS on September 23, 2009

21/08/09 ღამის 04:00 საათზე კახის რაიონში დაწყებულმა წვიმამ, სოფელ ალიბეგლოს დიდი ზიანი მიაყენა. სტიქიამ მდინარე ქურმუხის ადიდება და კალაპოტის შეცვლა გამოიწვია. მდინარე სოფელს ორ ნაწილად ჰყოფს; სტიქიის შედეგად, ალიბეგლოში ქურმუხის მარცხენა სანაპირო მთლიანად დაიტბორა. მოსახლეობაში მსხვერპლი არ არის, ამჟამად, სტიქიის ზონიდან მისი ევაკუაცია მიმდინარეობს. განადგურდა მოსავალი და საქონელი, თუმცა ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერ არ არის დაფიქსირებული. ალიბეგლოში ადგილობრივი ხელისუფლება მობილიზებულია. მოსახლეობას არ ახსოვს მსგავსი წყალდიდობა. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომელი, ქალბატონი ნინო ყულოშვილი ტელეფონით დაუკავშირდა სოფელ ალიბეგლოს მკვიდრთ... კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოს საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, ბატონმა ზურაბ ასლამაზიშვილმა მას აცნობა, რომ: „წყალდიდობამ ნახევარი სოფელი დატბორა. მსხვერპლი არ არის. დაახლოებით, 100-მდე ოჯახი დატბორილი სახლებიდან გამოვიყვანეთ და ახლობლებთან დავაბინავეთ. საცხოვრებელ სახლებს საძირკველი მორღვეული აქვს, წყალი ეზოებშია შევარდნილი და სახლებში მიედინება. ამჟამად, მოსახლეობის ევაკუაციას ვცდილობთ. ზარალი დიდია, განადგურდა მოსავალი და პირუტყვი. ადგილობრივი ხელისუფლება სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად მუშაობს." ალიბეგლოს საავადმყოფოს ექიმი, ქალბატონი ლუიზა ტარტარაშვილი შეშფოთებული გვატყობინებს, ალიბეგლოში ადიდებულმა მდინარემ ნახევარი სოფელი წაიღო, მოსახლეობა ძლივს გადაარჩინეს. სამწუხაროდ, აზერბაიჯანელი სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ისევ იწვიმებს, მართალია, მოსახლეობის დიდი ნაწილი საცხოვრებელი სახლებიდან უკვე გამოყვანილია, მაგრამ ნაწილი მეორე სართულზე ან სხვენზე არის დარჩენილი და შველას ითხოვს. მოსახლეობის თქმით, სტიქია არ შეხებია სოფელ ალიბეგლოში არსებულ წმ. ნინოს სახელობის ეკლესიას. სხვათა შორის, სოფელში მდინარე ქურმუხი გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოსაც ადიდდა და ადგილობრივთა სასაფლაოები წალეკა.

Sign up to comment. Sign in if you already did it.

Photo details

  • Uploaded on September 4, 2009
  • © All Rights Reserved
    by STOIXIMATIKOS
    • Camera: Nokia N81
    • Taken on 2009/08/25 19:16:52
    • Focal Length: 4.90mm
    • F/Stop: f/3.200
    • No flash

Groups